აშშ - რუსეთი

აშშ: რუსმა ჰაკერებმა სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურაზე განახორციელეს კიბერშეტევა

Teiss

აშშ-ს ოფიციალური პირების თანახმად, რუსმა ჰაკერებმა სხვადასხვა შტატის სამთავრობო სტრუქტურებსა და ადგილობრივ მართველობებზე განახორციელეს კიბერშეტევები და, სულ მცირე, ორი სერვერიდან მოახერხეს მონაცემების მოპარვა. 

ჰაკერების ჯგუფმა მიზანში ამოიღო სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკავშირებული ფართო ქსელი. სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის, კრის კრებსის თქმით, სხვადასხვა ოლქის შიდა ქსელებზე შეტევის ფარგლებში ჰაკერები ცდილობდნენ, ქსელის სისუსტეები ეპოვათ და კიბერშეტევა არ იყო გამიზნული არჩევნებთან დაკავშირებულ სისტემებზე.

ბოლო პერიოდში აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოები აქტიურად ლაპარაკობენ უცხო სახელმწიფოების მხრიდან აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შესაძლო საფრთხეებზე. საგანგებო საბჭოს ყოფილი წევრის, რობერტ მიულერისა და სენატის სადაზვერვო კომიტეტის გამოძიებებით დადგინდა, რომ რუსეთის ხელისუფლება აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია. რობერტ მიულერმა აღნიშნა, რომ რუსეთი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც ცდილობს ჩარევას.

არ გასაჯაროებულა ზუსტი ინფორაცია იმ სტრუქტურების შესახებ, რომლებიც კიბერშეტევის სამიზნე გახდა. ოფიციალური ინფორმაციით, არ არსებობს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის პროცესი დაზიანდა ან აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ ინფორმაცია საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. თუმცა გამოძიების ფედერალური ბიუროსა და სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტიდან მრჩევლის თქმით, აქტორი შეიძლება ცდილობდეს, წვდომა მოიპოვოს ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც საშუალებას მისცემს, მომავალში შექმნას დესტრუქციული ვითარება, გავლენა მოახდინოს აშშ-ს პოლიტიკასა და ქმედებებზე ან სახელმწიფო სტრუქტურების დელეგიტიმიზაციას შეუწყოს ხელი.

აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ჰაკერებს ძალიან გაუჭირდებოდათ ხმების დათვლის პროცესზე მოეხდინათ გავლენა. თუმცა არსებობს სხვა მეთოდები, რომლებიც ისინი, შესაძლოა, არჩევნებში ჩაერიონ, მათ შორისა კიბერთავდასხმების განხორციელება სხვადასხვა ქსელებზე იმისთვის რომ ხმის მიცემის პროცესი შეფერხდეს. შესაძლოა, რომ რუსეთის სამთავრობო ჰაკერებმა საარჩევნო პროცესებში ჩარევა გააგრძელონ ხმების დათვლის პროცესში და მის შემდეგაც, შექმნან საიტები და გაავრცელონ ყალბი ინფორმაცია არჩევნების შედეგების შესახებ, რამაც შეძლება ამომრჩეველში რეალური შედეგების მიმართ ნდობა შეამციროს და მათ ლეგიტიმურობაში შეიტანოს ეჭვი.

მთავარი პრობლემა, რომელიც ბოლო კიბერშეტევასთან არის დაკავშირებული, ისაა, რომ  სხვადასხვა ოლქების შიდა ქსელის მიზანში ამოღებით, ჰაკერებს შეუძლიათ, წვდომა მოიპოვონ არჩევნებთან დაკავშირებულ სისტემებზე. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, თუ ეს სისტემები საგანგებოდ არ არის დაცული. ეს განსაკუთრებით ეხება პატარა ოლქებს, რომლებსაც გაცილებით ნაკლები ბიუჯეტები აქვთ მაღალ ხარისხიანი IT მომსახურებისა და კიბერუსაფრთხოების სისტემებისთვის.

მიუხედავად ამისა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, ქრისტოფერ ვრეი ამბობს, რომ ხმის მიცემის პროცესი აშშ-ში დაცულია.

"შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენს ხმას მნიშვნელობა აქვს. ნაადრევ და დაუსაბუთებელ განცხადებებს, რომლებიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს, სკეპტიკურად უნდა შევხედოთ" - ამბობს ვრეი.

ხუთშაბათს, სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელმა, კრის კრებსმა თქვა, რომ არ არსებობის მიზეზი, ვიფიქროთ, რომ ჰაკერები არჩევნებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეძებდნენ და არ არის შემჩნეული რაიმე სახის აქტივობა, რომელიც ჰაკერებს საშუალებას მისცემდა არჩევნებზე გავლენა მოეხდინათ.

კომენტარები