საქართველოში დღეს, 22 ოქტომბერს, გამოვლენილი კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევიდან 563 თბილისში აღირიცხა, 389 – აჭარაში, 335 – იმერეთში, სამეგრელო ზემო სვანეთში – 42, ქვემო ქართლში – 77, მცხეთა-მთიანეთში – 26, შიდა ქართლში – 69, გურიაში – 53, კახეთში – 17, სამცხე-ჯავახეთში – 24.
ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
დღეს, 22 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 6 ადამიანი. 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ქვეყანაში, ჯამში, COVID-19-ით ინფიცირების 22 803 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 401 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 178 კი გარდაიცვალა.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.





