NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
პანდემია და ეკლესია

87 წლის პატრიარქი უპირბადო მღვდელმთავრების გარემოცვაში - რას გვპასუხობს საპატრიარქო?

სამშაბათი, 20 ოქტომბერი, 2020 - 17:22
tbl.ge/55wi
დაკოპირდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 87 წლის არის.

კოვიდპანდემიის პირობებში, ასაკისა და საჯაროდ ცნობილი თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე სანდო ფიგურა, ინფექციის რისკჯგუფს წარმოადგენს. 

კათალიკოზი ილია პანდემიის პერიოდში სისტემატურად აღასრულებს წირვა-ლოცვას და საერთო ბარძიმიდან ეზიარება, თუმცა საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ზიარების დროს დაინფიცირება შეუძლებელია. 

ამ არასამეცნიერო პოზიციის მიუხედავად, თავად საპატრიარქოც არ მიიჩნევს, რომ ევქარისტიის საიდუმლოს მიღმა ვირუსისგან ადამიანი ტაძარში დაცულია, ამიტომ, ის მრევლს პირბადის ტარებისა და დისტანციისკენ მოუწოდებს.

პირბადეს ატარებენ პირველიერარქის სტიქაროსნებიც. 

მიუხედავად ამისა, წირვა-ლოცვისა თუ შეხვედრებისას გადაღებულ მრავალრიცხოვან მულტიმედია მასალაში ჩანს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის თანმხლები თუ თანამწირველი მღვდელმთავრები, მღვდლები და დიაკვნები პირბადეს საერთოდ არ ატარებენ, სტიქაროსნებისა თუ დაცვის წევრების ნაწილს ის არასწორად ან საერთოდ არ უკეთია და სტუმრების დიდ ნაწილიც საპატრიარქოში პირბადის გარეშე მიდის.

პირბადე დროებით ეკეთა სვეტიცხოვლობას, ამბიონზე მდგარ პრემიერმინისტრ გახარიასაც, თუმცა, ასაკოვანი პატრიარქის სიახლოვეს, სიტყვის გამოსვლისას მანაც მოიხსნა. 

პატრიარქის სიახლოვეს პირბადეს არ ატარებენ არც ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი.

კადრებიდან ასევე ჩანს, რომ სასულიერო პირები კათოლიკოს-პატრიარქთან ახლო კონტაქტში შედიან, ემთხვევიან ხელსა და მხარზე.

ტაბულამ კითხვებით საქართველოს საპატრიარქოს მიმართა.

პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გვიპასუხა, რომ ჩვენ მიერ დასმულ პრობლემას "არ დაკვირვებია" და "ვერ გვეტყვის:

ტაბულა: ხშირად პატრიარქის გვერდით მდგომ მღვდელმთავრებს, მღვდლებსა თუ დიაკვნებს არ უკეთიათ პირბადე, ხომ არ შეიცავს ეს საფრთხეს მისი ჯანმრთელობისთვის, რადგან პატრიარქი მაღალ რისკჯგუფს წარმოადგეს ?

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ვერ გეტყვით, არ დავკვირვებივარ ეს როგორ არის, მსახურების დროს ხშირად ძალიან უხერხულია პირბადის ტარება მუდმივად.

ტაბულა: თუ გადიან მღვდელმთავრები ტესტირებას, რა მექანიზმით  უზრუნველყოფთ დაცულობას?


დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ინდივიდუალურად, ალბათ, ვერ გეტყვით.

რასაც არ დაკვირვებია დეკანოზი ჯაღმაიძე, დააკვირდა ტაბულა, იხ. პანდემიის შემდგომ გადაღებული ფოტოები:

პანდემია და ეკლესიაპატრიარქიპირბადეილია მეორეCOVID 19

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ზელენსკი: შორი მოქმედების სანქციებით ორ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დავარტყით
კვირა, 28 ივნისი, 2026 - 12:48

ზელენსკი: შორი მოქმედების სანქციებით ორ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დავარტყით

რუსთავის ქალთა ციხესთან ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
კვირა, 28 ივნისი, 2026 - 12:03

რუსთავის ქალთა ციხესთან ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

პატრიარქი დანიილი კირილის დასანქცირებაზე ბულგარეთის წინააღმდეგობას მხარს უჭერს
კვირა, 28 ივნისი, 2026 - 11:10

პატრიარქი დანიილი კირილის დასანქცირებაზე ბულგარეთის წინააღმდეგობას მხარს უჭერს

აშშ-მ ირანზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო იერიშები მიიტანა
კვირა, 28 ივნისი, 2026 - 10:26

აშშ-მ ირანზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო იერიშები მიიტანა

ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
შაბათი, 27 ივნისი, 2026 - 22:35

ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის

ყველაზე კითხვადი

თემურ უგულავას გარდაცვალებისთვის – ტაბულას სარედაქციო წერილი
1თემურ უგულავას გარდაცვალებისთვის – ტაბულას სარედაქციო წერილი
2არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - მაჭავარიანი
3რუსეთი სანქტ-პეტერბურგში რუმინეთის საკონსულოს ხურავს
4საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
5მაკრონი: აშშ-მ პირველად განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ ნეიტრალური შუამავალი აღარ იქნება

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

ხამენეი თვითმარქვია ავტორიტეტია და შიიტს მისი მორჩილება არ მოეთხოვება
სარდური ურარტაძე
ხამენეი თვითმარქვია ავტორიტეტია და შიიტს მისი მორჩილება არ მოეთხოვება
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში