კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: Covid 19-ის შემთხვევები უფრო მოიმატებს, პიკი ნოემბრის შუაში გვექნება

ხომ ვიცით, მსოფლიოში რა ხდება? აქედან გამომდინარე, გვაქვს ეს რეალობა, ქვეყანა არის გახსნილი, ქვეყანაში არის კორონა, ეს კორონას რაოდენობა არის მზარდი, კიდევ უფრო მოიმატებს და კი ბატონო, სადღაც ნოემბრის მეორე ნახევარში გვექნება პიკური რაოდენობა.

საბედნიეროდ, კორონავირუსის შემთხვევების პიკი არ დაემთხვევა ზამთრის ვირუსების პიკს. სეზონური ვირუსების ერთი პიკი გვაქვს ხოლმე დეკემბრის ბოლოს, მეორე - სადღაც თებერვლის მეორე ნახევარში. ანუ კოვიდის პიკური რაოდენობის ზედდება არ მოხდება სხვა ზამთრის ვირუსების პიკურ რაოდენობასთან, ეს იქნება ძალიან დიდი პლუსი ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე TV პირველის ეთერში, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ მატებაზე. საქართველოში Covid 19-ის ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა 1000-ზე მეტია. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 10 0000-ზე მეტი აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები