კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ჩვენ დროულად გავაკეთეთ ყველაფერი და I ტალღა არც გვქონია, ამხელა ფორა მოგვეცა

მე ხომ ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, პირველი ტალღა ჩვენს ქვეყანაში არც ყოფილა მეთქი? მე ბევრჯერ ვთქვი, მაგრამ რატომ არ იყო ის პირველი ტალღა?

იმიტომ, რომ დროულად მოხდა იმ ყველაფრის გაკეთება, რაც სხვა ქვეყნებმა გვიან გააკეთეს და ვერ აიცილეს პირველი ტალღა, ჩვენ გავაკეთეთ დროულად და ამიტომ, ჩვენ ამხელა ფორა მოგვეცა, რომ პირველი ტალღა არ ყოფილა ამ ქვეყანაში და არც არავის უნახავს

რეალურად ახლა გვაქვს ის პირველი ტალღა, რომელიც მთელ მსოფლიოში იყო გაზაფხულზე, ახლა რომ ყველას მეორე აქვს, ჩვენ პირველი გვაქვს, ამასობაში ჩვენ დავაგროვეთ გამოცდილება, ბევრი რამე ვისწავლეთ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე TV პირველის ეთერში. საქართველოში ბოლო დღეებში ყოველდღიურად ათასზე მეტი შემთხვევა ვლინდება.

კომენტარები