კორონავირუსი საქართველოში

გახარია: საგანგებო მდგომარეობაა ჯანდაცვის სისტემისთვისაც, ეს რესურსი ამოუწურავი არ არის

როცა ვსაუბრობ ხარვეზებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ვუყურებთ, ეს არის საგანგებო მდგომარეობა, მათ შორის ჯანდაცვის სისტემისთვისაც და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა და სხვა რესურსებიც ჩვენი ქვეყნის, ამოუწურავი არ არის. 

ჩვენი მთავარი მიზანი დღეს არის, რომ მსგავსი შემთხვევები არ იყოს სისტემური, როგორც კი ამას ვხედავთ, მომენტალურად გვაქვს რესურსი იმის, რომ ეს გამოვასწოროთ. ეს ჩვენ ასე მოგვიწევს, არავის არ ეგონოს, რომ ეს იქნება ერთკვირიანი ან ერთთვიანი გამოწვევა. არა, მეგობრებო. ეს იქნება გრძელვადიანი გამოწვევა და ეს გამოწვევა კიდევ უფრო მეტ დამატებით გაურკვევლობას შეიტანს ჩვენი სხვადასხვა ინსტიტუტების მუშაობაში და ბევრგან მოგვიწევს ჩვენ მანუალური ჩართვა, რომ ეს ხარვეზები გავასწოროთ. 

ეს ჩვენი ყოველდღიური შრომაა, ამიტომ არის, რომ შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, ამიტომ არის, რომ საბჭო იმუშავებს ყოველდღიურად. მთავარია, რომ დავინახოთ პროგრესი და ამ პროგრესს ვხედავთ, როგორც ტესტირების ნაწილში, ისევე, როგორც არის გარკვეული ხარვეზები და ამას მეც ვაღიარებ ქოლცენტრების ნაწილში, იქაც უფრო გასასწორებელია, ისევე, როგორც ინფიცირებულების ან ახლო კავშირების გამოვლენაში. 

ყოველდღიურად ამ ხარვეზების აღმოფხვრა მიმდინარეობს და გაგრძელდება. ეს იქნება გრძელვადიანი პროცესი. 

თქვა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

კომენტარები