ოკუპირებული ტერიტორიები

ახვლედიანი: ბორდერიზაცია პანდემიის დროსაც განხორციელდა და დაახლოებით 14 სოფელს შეეხო

შეგირებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბორდერიზაცია პანდემიის დროსაც განხორციელდა და დაახლოებით 14 სოფელს შეეხო. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის გადაცემაში ილაპარაკა. 

ახვლედიანის თქმით, მავთულხლართების სიგრძე ოკუპირებულ ცხინვალში 52 კმ-ს შეადგენს, აფხაზეთის რეგიონში კი - 49 კმ-ს. 

“საუბედუროდ, მოხდა ოკუპაცია და არსებობს საოკუპაციო ხაზი. რასაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს, ეს არის ამ ხაზის გასწვრივ ბარიერების აღმართვა. ეს მიმართულია იქითკენ, რომ გამოიწვიოს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, შეაფერხოს განვითარების პროცესი, შეაფერხოს ევროინტეგრაციის პროცესი და შექმნას გამოწევევები უსაფრთხოების მხრივ. 

2008 წლის ომის დროს 100-ზე მეტი სოფელი დაზარალდა. ბორდერიზაცია განხორციელდა პანდემიის დროსაც და დაახლოებით 14 სოფელს შეეხო. რაც შეეხება ამ მახინჯი მავთულხლართების სიგრძეს, ცხინვალის რეგიონში ის 52 კილომეტრს შეადგენს, აფხაზეთის რეგიონში - 49 კილომეტრს. მავთულხლართების მიღმა არსებობს ე.წ. ხნულები, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები, რაც ასევე ბორდერიზაციის ნაწილია". – თქვა ახვლედიანმა. 

კომენტარები