ჯეი ზი

ჯეი ზიმ ვისკონსინში დაკავებულ დემონსტრანტებს გირაო გადაუხადა

Rolling Stone

ჰიპ-ჰოპ არტისტმა ჯეი ზიმ ვისკონსინის ქალაქ ვაუვატოსაში დაკავებულ დემონსტრანტებს გირაო გადაუხადა.

მიმდინარე წლის 2 თებერვალს ვაუვატოსაში 17 წლის შავკანიანი მოზარდი ელვინ კოული პოლიციელმა, ჯოზეფ მენსამ დაკავებისას ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მალევე, ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელსაც მასიური საპროტესტო აქციები მოჰყვა. 7 ოქტომბერს სასამართლომ მენსა პოლიციიდან დაითხოვა, თუმცა პატიმრობა არ მიუსაჯა. გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ქუჩაში 48 000 ადამიანი გამოვიდა. დემონსტრაცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და აქციის მონაწილეთა ნაწილი, მათ შორის ელვინ კოულის დედა და დები დააკავა. 

მოძრაობა Team Roc და ჯეი ზი ვისკონსინის გუბერნატორისგან, ტონი ევერსისგან ხელახალ გამოძიებას ითხოვენ.

 

კომენტარები