კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: მოწოდება, დარჩი სახლში, კვლავ ძალაში უნდა იყოს

საჯარო, კერძო დაწესებულებები, სადაც ამის საშუალება არის, მაქსიმალურად უნდა იყოს დისტანციურ მუშაობაზე გადასული, თუ აუცილებელი საქმე არ არის, არაა საჭირო ოფისში მისვლა. 

მეტი დისტანციური მუშაობა, მეტი პრევენციული ღონისძიებები და მოწოდება, რაც აქტუალური იყო გაზაფხულზე. იცით, რომ ეს ვირუსი განსაკუთრებული აგრესიულობით ხასიათდება ხანდაზმულებისთვის, ამიტომ მოწოდება დარჩი სახლში - თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, კვლავ ძალაში უნდა იყოს. 

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თქვა. დღეს, 12 ოქტომბერს, საკართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 6 ადამიანი გარდაიცვალა, 211 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები