თბილისი ენერჯი

თბილისი ენერჯი: თბილისის სამ უბანში კორპუსები აფეთქებას გადაურჩა

თბილისი ენერჯის ცნობით, დღეს თბილისის სამ უბანში კორპუსები აფეთქებას გადაურჩა. კომპანიის ინფორმაციით, ბინის მეპატრონეების უყურადღებობის გამო სამი კორპუსი – დიდუბეში, საბურთალოსა და სამგორის რაიონში აფეთქდებოდა, რომ არა ყურადღებიანი მეზობლები, რომლებმაც დარეკეს – 114-ზე და გაზის სუნის შესახებ შეატყობინეს.

"როგორც აღმოჩნდა ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ და გაზის ონკანი უყურადღებოდ ჰქონდათ დატოვებული. იფიქრეთ ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარებაზე". – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები