ავტოავარია

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა

ყვარელში ავტოავარიას ერთი პირი ემსხვერპლა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოტოციკლეტი სატვირთო მანქანას შეეჯახა. გარდაცვლილი მოტოციკლეტის მძღოლია. ის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები