ჩვენთან ინციდენტობის მაჩვენებელს ვითვლით ბოლო შვიდი დღის და ბოლო 14 დღის განმავლობაში. ბოლო შვიდი დღის მაჩვენებელია - 12, 100 000 მოსახლეზე მთელს ქვეყანაში და 14-დღიანი ინციდენტობის საშუალო მაჩვენებელია - 9.6, 100 000 მოსახლეზე. მაშინ, როცა აჭარაში, რა თქმა უნდა, დაახლოებით 9-10-ჯერ მეტია ორივე მაჩვენებელი. ასევე, მომატებულია 7-დღიანი ინციდენტობის მაჩვენებელი გურიაში, თბილისში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში...
მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად თუ ავიღებთ ინციდენტობის მაჩვენებელს, რა თქმა უნდა, ჩვენ, ჯერჯერობით, კარგად გამოვიყურებით, რადგან საერთო ინციდენტობა ამ რვა თვის განმავლობაში ჩვენთან არის 2 340, 100 000 მოსახლეზე და ჩვენ ვართ დიაპაზონში ათასიდან ხუთი ათასამდე. მაშინ, როცა ისეთ ქვეყნებს, როგორიც გახლავთ მაგალითად, ბელარუსია, აქვს რვა ათასი... ჯერჯერობით, საერთო ინციდენტობის მაჩვენებლით საქართველო ე.წ დაბალ დიაპაზონშია, მაგრამ ყოველ დღიური მატება, რაც აღინიშნება ჩვენთან, საკმაოდ საყურადღებოა.





