ავტოავარია

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, დაშავდა 2 ადამიანი

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხრესილთან ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები