მათ შეიმუშავეს მთელი კონცეფცია, რომლის მიხედვით, საკუთარი დანაშაულებრივი მმართველობის შედეგად ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანი მოჩვენებითი აღმშენებლობის პროპაგანდით და მათი ე.წ. ეფექტურობით უნდა გამართლებულიყო. ქართული ოცნება უნდა წარმოჩენილიყო არაკომპეტენტურ და არაფრისშემძლე ერთობად. ასე დაიწურა მათი პროპაგანდისტული მოძღვრება ერთ მარტივ ტერმინში - უნიათობა.
უნიათობა უნდა ქცეულიყო ქართული ოცნების მთავარ მახასიათებლად, ზედსართავ სახელად, რათა მოხდარიყო მმართველი გუნდის დისკრედიტაცია. მათ წლები მოანდომეს ამ ეპითეტის დამკვიდრებას. ამოცანა ცხადი და კონკრეტული იყო - რაკი ვერაფერი გაათეთრებდა ნაციონალური მოძრაობის წარსულს, ამიტომ უნდა გაშავებულიყო ქართული ოცნება. ქართველ ხალხს უნიათოს ნაცვლად ეფექტური უნდა აერჩია.
[...] ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწორებდით მათ გამრუდებულს და ამიტომ შეგვრაცხეს უნიათოებად, თუმცა, მათ გასაკვირად, სიცრუემ არ იმუშავა. გამჭრიახმა ქართველმა ხალხმა სატყუარა არ მიიღო.





