კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: აჭარაში სიტუაციის დასტაბილურების რაღაც პირველი ნიშნები გამოიკვეთა

აქ [აჭარაში] არის დღეს საქართველოში ბრძოლის წინა ხაზი კორონასთან, ამიტომ, მაქსიმალურად ყურადღებას ვაქცევთ, რომ სიტუაცია, რაც შეიძლება, მალე დასტაბილურდეს. რაღაც პირველი ნიშნები გამოიკვეთა. ვნახოთ, თუ უახლოეს დღეებში ასე გაგრძელდება, შესაძლოა, მივაღწიოთ დასტაბილურებას.

პირველ რიგში, არ ხდება შემთხვევების ნახტომისებური მატება და ეს არის დამაიმედებელი ნიშანი იმის, რომ სისტემა ავლენს ინფიცირებულებს და ამავე დროს, მოსახლეობაც იცავს წესებს გაცილებით უკეთ, ვიდრე ერთი თვის წინ. ასევე, რა თქმა უნდა, უნდა იმოქმედოს მომდევნო დღეებში დაწესებულმა დამატებითმა შეზღუდვებმაც.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აჭარის მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე. ბოლო 24 საათში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევიდან 235 აჭარაში დადასტურდა.

კომენტარები