Situationist

ირაკლი რუსაძის SITUATIONIST პარიზის მოდის კვირეულში მიიღებს მონაწილეობას

SITUATIONIST-ის ჩვენება.

ირაკლის რუსაძის SITUATIONIST პარიზის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგშია, როგორც ახალწვეული ბრენდი.

გადაწყვეტილება მიიღო მოდის სახლებისგან შემდგარმა ფედერაციამ და ჯამში 10 ახალწვეული დაასახელა. ესენია:

AMI, CECILIE BAHNSEN, ENFANTS RICHES DEPRIMES, ESTER MANAS, GABRIELA HEARST, MOSSI, SITUATIONIST, S.R STUDIO LA., VEJAS, WALES BONNER.

პარიზის მოდის კვირეული 28 სექტემბერს დაიწყება და  6 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ის მოიცავს როგორც ვირტუალურ, ასევე რეალურ ღონისძიებებს.

ირაკლი რუსაძემ საკუთარი ბრენდი SITUATIONST 2016 წელს დააარსა. ის გახდა პირველი ქართველი დიზაინერი, რომელიც მილანის მოდის კვირეულზე კოლექციით წარდგა.

კომენტარები