არჩევნები 2020

კინზინგერი: შეშფოთებული ვარ რუსეთის მცდელობით, ჩაერიოს საქართველოს არჩევნებში

უფრო და უფრო მეტად შეშფოთებული ვარ ზოგიერთის მიერ გავრცელებული აშკარა დეზინფორმაციით, რომლის მიხედვითაც თურქეთის მხრიდან აჭარა საფრთხის ქვეშაა. 

ნათელია, რომ ეს მტკიცება უაზრობაა. თურქეთი საქართველოსა და შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. თუმცა უფრო მეტად ის მაშფოთებს, რომ ეს ბრალდება არის რუსეთის მცდელობა, ყურადღება გადაიტანოს საქართველოს ტერიტორიების მესამედის ოკუპირებიდან და ჩაერიოს საქართველოსთვის მნიშვნელოვან მომავალ არჩევნებში. 

მოვუწოდებ ყველა პარტიას, ცნობა ნებისმიერი უცხოური ფინანსური მხარდაჭერის შესახებ გამჭვირვალე გახადონ და თავი შეიკავონ შუღლის გამაღვივებელი და საშიში რიტორიკისგან. მსოფლიო უყურებს, როგორ დგამს საქართველო ამ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დემოკრატიისთვის და იმედი მაქვს, რომ მათი არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის არჩევანის გამომხატველი.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი, კონგრესის აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ადამ კინზინგერი Twitter-ზე მიმართვას ავრცელებს.

კომენტარები