თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

ბაჩალიაშვილის მეგობარი: 2-3 წლის წინ გამიმხილა, რომ ორჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა

სამი წლის წინ იყო თუ ორი წლის წინ, ზუსტად ვერ გეტყვით, აივანზე ვისხედით, ძალიან ბედნიერი ვიყავი იმით, რომ გამიმხილა ასეთი რაღაც, თავი ვიგრძენი, რომ მართლა ახლო მეგობარი ვიყავი მისი. რომ მითხრა, აღარ ჩავეძიე, აღარ მინდოდა გული მეტკინა [კითხვებით] - "თამო, რატომ, რისთვის, რის გამო". არ მინდოდა, რომ უფრო დამემძიმებინა. ჰქონდა სუიციდის მცდელობა ორჯერ.

თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი დეა კაპანაძე რუსთავი ორთან საუბარში ამბობს, რომ გამოძიებას სრული ინფორმაცია მიაწოდა და "ხუთჯერ ჩვენება ნამდვილად არ შემიცვლია. მისი განმარტებით, "გარემოებები იყო ისეთი, რომ სულ სხვადასხვა უწყება მკითხავდა, კითხვა სხვადასხვა ჰქონდათ, რაზეც, შესაბამისად, პასუხიც სხვადასხვა იყო".

კომენტარები