ბათუმში გირჩის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იაგო ხვიჩია იქნება. ამის შესახებ ხვიჩიამ რუსთავი 2-ს უთხრა.
"მე ვხედავ ბათუმში ყველაზე მეტ რესურსს, სადაც ჩვენ ყველაზე მეტად შეგვიძლია წინა არჩევნების შედეგების გაზრდა. გარდა ამისა, ბევრი მოგონება მაკავშირებს ბათუმთან". - თქვა იაგო ხვიჩიამ.