არაფერ ერთიანობასთან საქმე არ გვაქვს. ჩემი აზრით, ოპოზიცია დღეს ყველაზე სუსტია და ეს შეიძლება გასახარიც არ იყოს. ძლიერი ოპოზიცია ზოგადად ქვეყანას აძლიერებს და სასურველია, რომ 2020 წლის შემდეგ, როდესაც ქართული ოცნება ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვებს არჩევნებში ოპოზიციის ისეთი სპექტრი ვნახოთ, რომელიც რეალურად საქმეზე ილაპარაკებს და დესტრუქციისკენ არ იქნება მიმართული.
დღეს ოპოზიციის მხრიდან ძირითადად ვერ ვხედავთ მომავალზე საუბარს, ვერ ვისმენთ რა გეგმები აქვთ. ისინი ძირითადად გადასულები არიან პოლემიკაზე, რომელსაც არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია. მათი საფირმო ნიშანი გახდა დესტრუქცია და ტყუილი და ამ გზით ბრძოლას, კიდევ კარგი, რომ ხალხი ძალიან ობიექტურად აფასებს.
გარდა იმისა, რომ გამოჩნდა ქართული ოცნება რას აკეთებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როგორ გამოჩნდა ყველაფერი კარგად, თურმე რამდენად გამართული სისტემა ჰქონია ჩვენს ქვეყანას და რამდენად შეგვძლებია, მათ შორის, კრიზისის მართვა და რამდენად გამართულად მუშაობენ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, ამის გარდა, ხალხმა დაინახა, რომ სიმართლესა და ტყუილს შორის, ბუნებრივია სიმართლე ერთ მხარესაა და ეს სიმართლე ჩვენ, ქართული ოცნების მხარესაა. ამიტომ, ოპოზიციის მოჩვენებითი ერთიანობა, ბუნებრივია, ვერაფერს მიაღწევს...





