სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი ჟურნალისტებზე: ეთიკა, ქცევის კოდი და ზრდილობა ოდესღაც გვახასიათებდა

სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე გააზიარა პოსტი, რომლითაც ერთ-ერთი მოქალაქე ჟურნალისტებს აკრიტიკებს. მოქალაქისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ზოგიერთი მედიის მიერ შატილში მომხდარი ტრაგედიის ადგილას გარდაცვლილების ამოყვანის კადრების გაშვება.

პრეზიდენტმა პოსტს თავისი კომენტარიც დაურთო:

[სტილი დაცულია]

"სრულიად ვიზიარებ ... მიუღებელია ნებისმიერ საზოგადოებისთვის, რომელიც თავისთავს და საკუთარ ღირებულებებს ელემენტარულ პატივს სცემს. ეთიკა, ქცევის კოდი და ზრდილობა ოდესღაც გვახასიათებდა :)"

დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა - 3.

კომენტარები