ქართულმა ოცნებამ ხუთ ქალაქში მერობის კანდიდატები დაასახელა. ამის შესახებ განცხადება პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაავრცელა.
- ქუთაისი - იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე;
- თერჯოლა - ლაშა გოგიაშვილი, თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი;
- ხარაგაული - კობა ლურსმანაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი;
- ონი - დავით ჩიკვაიძე, ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი;
- კასპი - ვახტანგ მაისურაძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი
ქართულ ოცნებაში ასევე დაასახელეს რამდენიმე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც:
- თბილისის საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - კრწანისის გამგებელი ლევან ჯაფარიძე;
ბათუმში უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ტიტე აროშიძე;
ქობულეთში უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ცოტნე ანანიძე;
ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილია - ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მოქმედი მერი.




!["შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/07/vhg.png.jpg?itok=1F6sryRI)
