2002 წელს ნიუ-იორკში 37 წლის ჰიპ-ჰოპ არტისტი, ჯგუფ Run DMC-ის დამფუძნებელი წევრი, Jam Master Jay საკუთარ სტუდიაში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
პოლიციამ 18 წლის შემდეგ ორი ეჭვმიტანილი - 56 წლის რონალდ ვაშინგტონი და 36 წლის კარლ ჯორდანი დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ნარკოტიკების რეალიზაციის მუხლით მიმდინარეობს.
ჯეისონ უილიამ მიზელმა ჯოზეფ სიმონსთან და დერილ მაკდენიელსთან ერთად ლეგენდარული ჰიპ-ჰოპ კოლექტივი, Rund DMC-ი, 1982 წელს ჩამოაყალიბა. ჯგუფი მიზელის სიკვდილის შემდეგ დაიშალა.