ახალი საქართველო - სტრატეგია აღმაშენებელი

ვაშაძე: ხალხის გადასაწყვეტია, ვინ იქნება მთავრობაში, მე ვაპირებ, გავხდე პრემიერმინისტრი

მე ვხედავ კოალიციურ მთავრობას ყველა პროდასავლურ ძალასთან. პირველი ის, რომ პერსონების განხილვა ნამდვილად არ ყოფილა და მეორეც, ეს ხალხის გადასაწყვეტია. მე ვაპირებ, რომ გავხდე ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი და ყველაზე მაგარი პროფესიონალები იყვნენ მინისტრთა კაბინეტშიც და ამის გარშემო მოვიზიდოთ ყველა.

ასე ეხმაურება "ახალი საქართველო - სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ევროპული საქართველოს სიის პირველი ნომრის, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომელმაც 14 აგვისტოს თქვა, რომ კოალიციურ მთავრობაში მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი არ იქნებიან.

კომენტარები