წალკის მუნიციპალიტეტში გაზის მილების გაყვანისას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაზიანდა. როგორც ტაბულას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში უთხრეს, მათი ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე გაზის მილების გაყვანის შესაბამისი ნებართვა არ არის გაცემული. სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე დამატებითი დეტალების გარკვევას ამ წუთებშიც ცდილობენ.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრის თანამშრომლის, გოდერძი ნარიმანიშვილის ინფორმაციით, მშენებლებმა შუაზე გადაჭრეს ბრინჯაოს ხანის ყორღანი და დაანგრიეს გვიანი შუა საუკუნეების სამარხები. ნარიმანიშვილის ცნობით, "ეს სამაროვანი ქვის წარწერები სტელებითაა მონიშნული და მისი ვერ შემჩნევა სრულიად წარმოუდგენელია".





