ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობები 2020

ფორბსმა 2020 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი კაცები დაასახელა

Forbes

ამერიკულმა ბიზნეს გამოცემა Forbes-მა მიმდინარე წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობების სია გამოაქვეყნა.

სიის სათავეში ყოფილი რესლერი, მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის ვარსკვლავი დუეინ ჯონსონია. მსახიობის შემოსავალი 87.5 მილიონ დოლარს შეადგენს, საიდანაც 23.5 მილიონი დოლარი ჯონსონმა Netflix-ისგან ფილმისთვის Red Notice წინასწარ მიიღო.

მეორე ადგილს, 71.5 მილიონი დოლარით, დედპულის ვარსკვლავი რაიან რეინოლდსი იკავებს. 20 მილიონ დოლარზე მეტი მსახიობმა ფილმებიდან Six Underground და Red Notice მიიღო.

მაღალშემოსავლიანი მსახიობების ათეული კი ასე გამოიყურება:

1.დუეინ ჯონსონი - $87 500 000

2.რაიან რეინოლდსი - $71 500 000

3.მარკ უოლბერგი - $58 000 000

4.ბენ აფლეკი - $55 000 000

5.ვინ დიზელი - $54 000 000

6.აკშაი კუმარი - $48 500 000

7.ლინ-მანუელ მირანდა - $45 500 000

8.უილ სმიტი - $44 500 000

9.ადამ სენდლერი - $41 000 000

10.ჯეკი ჩანი - $40 000 000

კომენტარები