ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრის მე-12 წლისთავს Twitter-ზე ეხმაურება.
"12 წელი გავიდა რუსეთის წინასწარგანზრახული აგრესიიდან საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა ეს გაკვეთილად ვერ იქცა და აგრესია გაგრძელდა უკრაინის წინააღმდეგაც." – წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.
ლინკევიჩუსი აღნიშნავს, რომ კვლავ გრძელდება მცოცავი ოკუპაცია და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ანექსია. ლიტვა მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.




![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)
