სტენლი კუბრიკი და ტერი გილიამი

სტენლი კუბრიკის იდეაზე დაყრდნობით ტერი გილიამი ახალ ფილმს გადაიღებს

The Playlist

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ლეგენდარული რეჟისორი სტენლი კუბრიკი რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობდა.

ერთ-ერთ ასეთი პროექტი Lunatic At Large იყო - ფილმი რომლის სცენარი კუბრიკმა ჯიმ ტომპსონს ჯერ კიდევ 1956 წელს დააწერინა, მაგრამ შემდგომში ათწლეულების განმავლობაში გადასაღებად ვერ მოიცალა.

კუბრიკის იდეით მისი კოლეგა ტერი გილიამი დაინტერესედა. პროექტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, გადაღებები ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო სექტემბრამდე გადაიდო.

კომენტარები