არჩევნები 2020

თალაკვაძე ბახტაძეზე: ძალიან ბევრი მოქალაქე მოხარული იქნება თუ ის პროპორციულ სიაში მოხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღეს ყოფილი პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის ქართული ოცნების საარჩევნო სიაში შესაძლო შეყვანაზე ისაუბრა.

"მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი მოქალაქე მოხარული იქნება თუ ის პროპორციულ სიაში იქნება შეყვანილი. ეს არ არის დაბრუნება, ეს არის გუნდი, რომელიც სტაბილურად მუშაობს. ეს არის სტაბილურობის ნიშანი, როდესაც გუნდის განახლება ხდება, მაგრამ პროფესიონალები და წარმატებული ადამიანები რჩებიან გუნდში". – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე პალიტრასთვის მიცემულ ინტერვიუში.

ქართულმა ოცნებამ დღეს, 20 ივლისს მაჟორიტარი დეპუტატობის 30 კანდიდატი წარადგინა. ღონისძიებას ესწრებოდა მამუკა ბახტაძეც.

კომენტარები