უზენაესი სასამართლო

უზენაესის ვებგვერდი დაჰაკულია - კოდში პორნო საიტებია გალინკული

Facebook/ George Nakaidze

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდი დაჰაკულია. თავდაპირველად ინფორმაცია Facebook-ზე ციფრული ანალიტიკური კომპანიის, GG Data-ს დამფუძნებელმა, გიორგი ნაკაიძემ გაავრცელა.

უცნობია, სერვერია გატეხილი თუ ვებგვერდი, თუმცა საიტის კოდში დამალულად არის გაწერილი პორნო საიტების ბმულები.

ამას, როგორც წესი, პორნო საიტები საძიებო სისტემებისთვის აკეთებენ. მომხმარებელი ამ პორნო ბმულებს ვერ ხედავს, თუმცა კოდში გაწერილს აღიქვამს საძიებო სიტემა Google.

კომენტარები