რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან ოთხი დღის წინ მოსკოვიდან ჩამოსული მოქალაქე გაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით პაციენტის კოვიდ 19-ის ანალიზის პასუხი ამ ეტაპისთვის უარყოფითი იყო.
ვიდრე პაციენტი ცხელების ცენტრიდან სავალდებულო საკარანტინო სივრცეში დაბრუნდებოდა, ბოქსირებული განყოფილების ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავარ არხს კლინიკის ერთ-ერთმა ექიმმა მიაწოდა.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ არ ადასტურებენ.





