მერილინ მონრო

თეატრის გადასარჩენად მფლობელმა მერილინ მონროს ცხვირსახოცი გაყიდა

Emirates Woman

პარიზში მდებარე იტალიური კომედიის თეატრის დამფუძნებელმა და მფლობელმა, ატილიო მაგილიმ მერილინ მონროს ცხვირსახოცი აუქციონზე გაყიდა, რათა კორონავირუსის დროს გაჩერებული თეატრი გაკოტრებისგან გადაერჩინა.

ლეგენდარული მსახიობის პირადი ნივთი აუქციონზე 300 000 ევროდ გაიყიდა.

ოდესღაც ცხვირსახოცი მონროს სასტუმრო Waldorf Astoria-ს საპირფარეშოში დარჩა. მოგვიანებით ექსპონატის მფლობელი ჯერ ენდი უორჰოლი, შემდეგ კი გალერეის მფლობელი, ლეოს კოსტელი გახდა, რომელმაც ცხვირსახოცი მაგილის აჩუქა. წლების განმავლობაში არტეფაქტი თეატრის ფოიეში იყო გამოფენილი.

კომენტარები