თავისუფლების ინსტიტუტი

თავისუფლების ინსტიტუტი: თუ გენდერულ კვოტებს მიიღებენ, საკონსტიტუციოში გავასაჩივრებთ

ტაბულა

თავისუფლების ინსტიტუტის ინფორმაციით, პარლამენტი უახლოეს პერიოდში დაჩქარებული წესით გენდერული კვოტების კანონპროექტის მიღებას გეგმავს. 

ორგანიზაცია ეწინააღმდეგება გენდერული კვოტების შემოღებას და იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს მიიღებს, თავისუფლების ინსტიტუტი მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

"თავისუფლების ინსტიტუტი ეწინააღმდეგება გენდერული კვოტების შემოღებას და საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში გეგმავს საკონსტიტუციო სასამართლოში მის გასაჩივრებას. 

ქართული ოცნების ინიციატივის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიების შედგენისას სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს სიის გენდერული შემადგენლობა. 

თავისუფლების ინსტიტუტი თვლის, რომ ეს ინიციატივა არა მარტო არ უზრუნველყოფს ქალთა გაძლიერებას, არამედ აზიანებს დემოკრატიის, თანასწორობისა და სამართლიანობის ფუნდამენტურ პრინციპებს. 

კვოტები თავისი არსით არადემოკრატიულია და ამომრჩევლის იძულების მექანიზმს გულისხმობს. არჩევით თანამდებობებზე კვოტის შემოღებით მივდივართ წინააღმდეგ დემოკრატიული პროცესის და დემოკრატიის პრინციპებისა, რომლის ქვაკუთხედია ამომრჩევლის ნება და უფლება, აირჩიოს თავისი წარმომადგენლობა.

კვოტა თავის თავში გულისხმობს, რომ ინდივიდუალურ დამსახურებაზე უპირატესად ვაღიარებთ ჯგუფისადმი მიკუთვნებულობას. ამას გარდა, გენდერული კვოტა ეფუძნება თანასწორობის ყალბ გაგებას და ნამდვილი თანასწორობისგან მხოლოდ გვაშორებს. კანონპროექტის მიზანი თუ საზოგადოებაში უთანასწორობის აღმოფხვრაა სოციალური ინჟინერიის მეშვეობით, კვოტირების სისტემა, მიუხედავად მისი "კეთილი განზრახვისა", არ ემსახურება ამ მიზანს". – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები