ვაინონა რაიდერი და კიანუ რივზი

ვაინონა რაიდერი: დრაკულას გადაღებებზე კიანუ რივზმა, სხვებისგან განსხვავებით, არ დამამცირა

IndieWire

ამერიკელმა მსახიობმა, ვაინონა რაიდერმა დრაკულას გადასაღები მოედანი გაიხსენა. 

რაიდერი ყვება, რომ ერთ-ერთი სცენის გადაღებისას მის პერსონაჟს უნდა ეტირა. მსახიობს დავალების შესრულება გაუჭირდა, პროექტის რეჟისორმა, ფრენსის ფორდ კოპოლამ, რაიდერის ასატირებლად მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა გადაწყვიტა და გადამღები ჯგუფის სხვა წევრებსაც იგივესკენ მოუწოდა.

"ყველანი მიყვიროდნენ. კოპოლამ რამდენჯერმე კახპა დამიძახა, ცდილობდნენ, ავეტირებინე. გადასაღებ მოედანზე კიანუ რივზი და ენტონი ჰოპკინსიც იყვნენ, მაგრამ ორივემ უარი თქვა ამ უცნაურ ექსპერიმენტში მონაწილეობაზე. საბოლოოდ, არაფერი გამოვიდა, რაც უფრო მეტ შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მით უფრო მიჭირდა სცენაზე კონცენტრირება. კიანუს საქციელი ძალიან მომეწონა, დღემდე კარგი მეგობრები ვართ". – იხსენებს მსახიობი.

მსახიობმა დასძინა, რომ კოპოლასთან ნორმალური ურთიერთობა აქვს და დრაკულას გადასაღებ მოედანზე მომხდარი ამბის გამო ნაწყენი არ არის.  

კომენტარები