20 ივნისის აქციის დარბევა

თალაკვაძე 20 ივნისზე: სავარაუდოდ, ძალის გადამეტება მოხდა, ვინაიდან ამ მუხლით დაიწყო გამოძიება

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლის დროს, "სავარაუდოდ, ძალის გადამეტება მოხდა, ვინაიდან გამოძიება სწორედ ამ მუხლით არის დაწყებული". 

მისი თქმით, 20 ივნისი მშვიდობიანი პროტესტით დაიწყო და საქართველოს პარლამენტზე ძალადობრივი შეტევით დასრულდა. 

"რაც შეეხება აქციას, ჩვენ ხომ ვთანხმდებით იმაზე, რომ აქციის პირველი ნაწილი მშვიდობიანი პროტესტი იყო, მეორე ნაწილი კი, კონკრეტული რადიკალური პოლიტიკური ჯგუფის მიერ ორგანიზებული ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე", - ამბობს თალაკვაძე. 

2019 წლის 20 ივნისს ხელისუფლებამ მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო, ანტირუსული აქცია სპეცრაზმის გამოყენებით – წყლის ჭავლით, რეზინის და ე. წ. დათვის, წითელი რაკეტისებრი ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაშავდა ათობით ადამიანი, მათგან 38 ჟურნალისტი. ორმა მოქალაქემ თვალიც დაკარგა. თუმცა, ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრანტები სახელმწფო გადატრიალებას გეგმავდნენ. 20 ივნისის აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ჩაჯდა.

ყველაფერი 20 ივნისის მოვლენების შესახებ, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები