The Nest

ფილმ THE NEST-ის თრეილერი გამოვიდა

კინოკომპანიამ IFC Films ახალი დრამა The Nest-ის  თრეილერი გამოაქვეყნა.

სიუჟეტის ცენტრში წარმატებული ბიზნესმენი რორია. იგი ოჯახთან ერთად ინგლისში გადადის საცხოვრებლად. სამსახურში შექმნილი ფინანსური პრობლემები რორის კეთილდღეობასა და ოჯახურ ცხოვრებაზე ახდენს ზეგავლენას.

ფილმი შონ დურკინმა გადაიღო. მთავარ როლებს ჯად ლოუ და კერი კუნი ასრულებენ. სურათი სანდენსის კინოფესტივალზე კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს. დურკინს პირველმა ფილმმა Martha, Marcey, May, Marlene 2010 წელს სანდენსის ფესტივალის საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოუტანა.

ახალი დრამა კინოგაქირავებაში მიმდინარე წლის სექტემბერში გამოვა.

კომენტარები