ოჯახში ძალადობა

POG: პირს, რომელიც ყოფილ მეუღლეზე სხვადახვა ფორმით ძალადობდა, 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

www.gwf-online.org

პროკურატურის ინფორმაციით, პირს, რომელიც ყოფილ მეუღლეზე სისტემატურად, სხვადასხვა ფორმით ძალადობდა, 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

პროკურატურის ცნობით, იყო შემთხვევები, როდესაც გ.გ-მ ყოფილ მეუღლეზე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

პროკურატურის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოჯახში ძალადობის საქმე საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა.   

"ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით ბრალდების მხარემ გამოიკვლია არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი მტკიცებულება – დაიკითხა დაზარალებული და მისი არასრულწლოვანი შვილი. 

გამოკვლეული იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდა დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები, სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ შემთხვევის ადგილზე მისული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები". – წერია პროკურატურის განცხადებაში. 

კომენტარები