ბარბრა სტრეიზანდი

ბარბრა სტრეიზანდმა ჯორჯ ფლოიდის შვილს DISNEY-ს აქციები აჩუქა

Grammy.com

ბარბრა სტრეიზანდმა ჯორჯ ფლოიდის შვილს, 6 წლის ჯიანა ფლოიდს Disney-ს აქციები აჩუქა.

ამის შესახებ ცნობილი ჯიანა ფლოიდის ინსტაგრამიდან გახდა, სადაც ფოტოში მას დისნეის დოკუმენტები უჭირავს.

"დიდი მადლობა ბარბრა სტრეიზანდს, მე ახლა Disney-ს მეწილე ვარ". – წერს ის.

უცნობია, რამდენი აქცია გადასცა საჩუქრად ჯაიანა ფლოიდს 78 წლის მომღერალმა.

გარდა აქციებისა, სტრეიზანდმა მას თავისი ორი ალბომი – "My Name is Barbra" და "Color Me Barbra" გადასცა.

ჯიანა ფლოიდის მამა, 46 წლის შავკანიანი კაცი, ჯორჯ ფლოიდი პოლიციელმა დაკავებისას მოკლა – ფლოიდს, რომელიც მიწაზე იწვა და ამბობდა, რომ ვერ სუნთქავდა, პოლიციელი მუხლით ყელზე აწვებოდა.  

კომენტარები