სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ბოდბის მიმდებარედ მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ტაბულას მომხდარი ფაქტი შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ჩვილის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, იგი რაიონულ კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

![კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/07/ass.png.jpg?itok=71JE_M-6)



