ხოფერია ოპოზიციაზე: თუ ისინი მოვლენ კოალიციურ მთავრობაში, მე ვპირდები სამოქალაქო ომს

"მე, ხათუნა ხოფერია, ვაძლევ პირობას, რომ ისინი მიიღებენ სამოქალაქო ომს - ამის პირობას ვაძლევ. შეგიძლიათ, ჩანაწერი გააკეთოთ. იმ დღეს, როდესაც ისინი მოვლენ კოალიციით მთავრობაში, მე, ხათუნა ხოფერია, ვპირდები, რომ ჩემს ქვეყანაში დაიწყება სამოქალაქო ომი.  

ძალა, რომელიც ჩემს შვილებს, ჩემს შვილიშვილებს ემუქრება განადგურებით, გადაგვარებით, იმ დოგმების შემოტანით, რომელიც გააჩნიათ დღეს მათ მფარველებს, როდესაც ამდენი წელი ქართული ეკლესიის დამხობით გვემუქრებოდნენ, იყო ქართული ეკლესიის გახლეჩვის მცდელობა. თავზე გვაჯდნენ წარმოუდგენელი ვიღაც ბაია პატარაიები, საოცარი სიტყვები მოდიოდა იქიდან. თუ ამაზე უნდა გაიზარდოს ჩემი შთამომავლობა და ისინი დაბრუნდნენ ისევ ხელისუფლებაში, ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს ასე".

ამბობს ქართული ოცნების მხარდამჭერი და სპიკერი, ხათუნა ხოფერია.

კომენტარები