დაგროვებითი საპენსიო სისტემა

კახიძე: რატომ არ უბრუნებთ ხალხს იძულებით დაგროვებულ პენსიას, როცა ყველაზე მეტად ჭირდებათ?

ჩემი კითხვა ეხება მოსახლეობის დანაზოგს, რომელიც მთავრობის ინიციატივით არის დაგროვილი საპენსიო ფონდში და დღევანდელი ძალიან მძიმე ვითარების მიუხედავად, თქვენ არცერთ გამოსვლაში არ გიხსენებიათ, განიხილება, თუ არა აღნიშნული თანხის მოსახლეობისთვის დაბრუნება.

2019 წლიდან მოყოლებული, იძულებით გადასახადის სახით, საქართველოს მოქალაქეებს, დასაქმებულებს და ასევე, მათ დამსაქმებლებს, ართმევთ თანხას და აგროვიბინებთ საპენსიო ფონდში. დღეის მონაცემებით, აღნიშნულ ფონდში დაგროვილია 772 მილიონი ლარი, ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული ფული. მაგალითად, 1,500 ლარიანი ხელფასის მქონე მოქალაქეს ფონდში უკვე დაგროვილი აქვს მინიმუმ 980 ლარი, რომელსაც თქვენ მათ არ უბრუნებთ. ამის გარდა, ფონდში თანხა გადარიცხული აქვს ბიზნესსაც, რომელსაც ასევე, უდიდეს შეღავათს მისცემდა ამ ფულის მათთვის უკან დაბრუნება. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ სქემით მოსახლეობის ეს ფული უკვე გაუფასურდა, მაგალითად 980 ლარი წინა წლის მაისში იყო 350 დოლარი, ხოლო ამ მომენტისთვის 300 დოლარია, ამ ფულს რატომ არ უბრუნებთ მოქალაქეებს?! ფულს, რომელიც წაართვით, უთხარით, რომ შავი დღისთვის იყო გადანახული და დღეს, როდესაც ყველაზე მეტად უჭირთ და ყველაზე მეტად ჭირდებათ, მაინც რატომ არ უბრუნებთ?!

ევროპული საქართველოს წევრმა, ოთო კახიძემ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას დაგროვებითი პენსიის შესახებ კითხვა დაუსვა.

კომენტარები