გასაგებია, რომ დღეს პერსონალურად ცდილობთ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროთ ექიმების ხარჯზე, რომლებიც ხშირად ხელფასებსაც ვერ იღებენ. თავმომწონედ პოზირებთ, თითქოს დაგვავიწყდა, რომ თქვენთვის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ჩალის ფასი აქვს და რომ თვენი მე- TikTok-ე ბატონის გადასარჩენად, მზად ხართ ადამიანებს ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიები სახეში დაუშინოთ. გიორგი გახარია არის ჯალათი. გიორგი გახარია არის ქართული ოცნების მმართველობის ყველაზე სისხლიანი დღეების შემოქმედი და რაც არ უნდა ეცადოთ დღეს, ბატონო გახარია, რომ ამოეფაროთ თეთრ ხალათს, რომ ჩვენი მოქალაქეების უდიდესი თვითშეგნების ხარჯზე თქვენ მიიწეროთ ქულები, თქვენ სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ.
გახარია პარლამენტში
ბოკუჩავა გახარიას: როგორც არ უნდა ეცადოთ, ამოეფაროთ თეთრ ხალათს, სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ
tbl.ge/4s47
დაკოპირდა
ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადა პრემიერიმინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის მართვის ანგარიში წარადგინა.
ამავე თემაზე
- გოცირიძე გახარიას: ბატონო გიორგი, თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკბიუჯეტის ავტორი
- უგულავა გახარიაზე: უკეთეს ოპოზიციაზე ავტორიტარიზმში შემჩნეული ლიდერები ლაპარაკობენ
- კობახიძე: ახალი გავიგეთ ის, რომ ოპოზიცია დარჩა დემაგოგიურ ძალად და გახარია ძლიერი პრემიერია
- "კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, დეგრადირებული ოპოზიცია" - გახარიას დასკვნითი სიტყვა
- ბოკუჩავა გახარიას: კორუფცია საბჭოურია, მესმის, რომ თქვენთვის ეს გაგება ძალიან მშობლიურია