კორონავირუსი საქართველოში

ჩიქოვანი: საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს 22 მაისის 00:00 საათამდე

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

პრემიერმინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის, თქმით, საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს 22 მაისის 00:00 საათამდე და მოიხსნება 23 მაისს. 

ჩიქოვანის განმარტებით, რაც შეეხება შეზღუდვების შემსუბუქებას, თითოეულ შეზღუდვაზე მსჯელობს საკოორდინაციო საბჭო, მთავრობის, ეპიდემიოლოგებისა და ექიმების მონაწილეობით. ჩიქოვანის თქმით, როგორც კი საბჭოს ექნება შესაძლებლობა, შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება. 

"22 მაისის შემდეგ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არ იქნება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ეს გულისხმობს იმას, რომ შეზღუდვა იმოქმედებს 22 მაისის 00:00 საათამდე შეზღუდვა მოიხსნება 23 მაისს. რაც შეეხება სხვა შეზღუდვების შემსუბუქებას, როგორც აქამდე ყოველ კონკრეტულ შეზღუდვაზე მსჯელობდა საკოორდინაციო საბჭო მთავრობის, ეპიდემიოლოგებისა და მედიკოსების მონაწილეობით და როგორც კი საშუალება მოგვეცემა, ეს შეზღუდვება იქნება ეტაპობრივად მოხსნილი", - თქვა ჩიქოვანმა. 

საგანგებო მდგომარეობის დასრულების მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ უკვე მოამზადა კანონპროექტი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მთავრობას რიგი შეზღუდვების გატარების უფლებას აძლევს. კანონპროექტს ჯანდაცვის კომიტეტმა 20 მაისს უკვე დაუჭირა მხარი. 

კანონპროექტი ცვლილებებს ითვალისწინებს როგორც "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.

კომენტარები