8 მარტის შეთანხმება

ბოკერია რურუაზე: ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს, ეს სჭირდება ქვეყანას

ჩვენ გვინდა, ევროპულ საქართველოს, ჩვენს გუნდს, ჩვენი აზრით, ქვეყანას სჭირდება, რომ ეს ნაბიჯი [გიორგი რურუას გათავისუფლება] გადაიდგას არა რომელიმე ერთი პოლიტიკური გუნდის ინტერესებისთვის, არამედ ყველას ინტერესებისთვის. ამ ყველაში თვითონაც შედიან, პირველ რიგში. მათ ინტერესშია, რომ ეს ფურცლები დაიხუროს. 

პროგნოზებისგან თავს შევიკავებ - როგორც ჩვენ თვითონ ვნახეთ, არ არის ხელსაყრელი საქმე ივანიშვილის პირობებში პროგნოზების გაკეთება.

ჩვენ ვმუშაობთ არა იმაზე, რომ ცუდად მოიქცეს ივანიშვილი და მერე მკაცრად დაისაჯოს, ეს არ არის ქვეყნის ამოცანა. ქვეყნის ამოცანაა, სანამ ამის შანსი გვაქვს, განიმუხტოს ვითარება და არ გაიზარდოს ქვეყნისთვის რისკები, მითუმეტეს, რომ ქვეყანას ახლა სჭირდება საერთაშორისო დახმარება ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ფაქტი მდგომარეობს იმაში - ყველა საქართველოს მეგობარს და რაც ამაზე უფრო მთავარია, ქართულ საზოგადოებას აქვს მოლოდინი და მოთხოვნა, რომ ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს. ეს სჭირდება ქვეყანას. აქედან გამომდინარე, საქართველოს მეგობრებიც თვლიან, რომ პრაგმატულად მათ ინტერესშია, საქართველოში ვითარება იყოს ნორმალური.

აქედან მოდის წნეხი და ეს სისულელე - რომ გარედან რატომ ერევიან ჩვენს საქმეებში - ამოიგდონ თავიდან, არავინ ერევა ჩვენს საქმეებში. ჩვენი საზოგადოების არჩევანია, რომ ვიყოთ იმ სამყაროს ნაწილი, სადაც არის თამაშის წესები, სადაც ადამიანები ცხოვრობენ უფრო ღირსეულად, თავისუფლად და კეთილდღეობით, ვიდრე პუტინის რუსეთში ან, მითუმეტეს, ჩრდილოეთ კორეაში.

ეს არჩევანი ჩვენ გავაკეთეთ, ვინმემ კი არ მოგვახვია თავზე. პუტინის რუსეთი გვახვევს სხვა არჩევანს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის სახიფათო და საზიანო

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ოპოზიციის და საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნაზე, სრულად შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება - გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შემდეგ გათავისუფლდეს გიორგი რურუაც.

კომენტარები