ოფისი

ოფისის მსახიობებმა თაყვანისმცემლებს ონლაინ ქორწილი გადაუხადეს

Entertainment Tonight

ოფისის ვარსკვლავი ჯონ კრასინსკი აგრძელებს თვითიზოლაციაში წამოწყებულ ყოველკვირეულ შოუს - Some Good News.

უკანასკნელ გამოშვებაში მსახიობმა ყურადღება ერთ-ერთ წყვილზე შეაჩერა, რომელთაც სერიალ ოფისის ხელის თხოვნის სცენა გადაითამაშეს. კრასინსკიმ ახლადშეუღლებულებს სიურპრიზი მოუწყო - ონლაინ ქორწილი გადაუხადა, რომელსაც წყვილის ახლობლები და საკულტო სერიალის სამსახიობო შემადგენლობა დაესწრო.

ვირტუალურ ქორწილს მსახიობები ჯენა ფიშერი, სტივ კარელი, ბი ჯეი ნოვაკი, რაინ უილსონი დაესწრნენ. ცერემონია მუსიკალურად მომღერალმა ზაკ ბრაუნმა გააფორმა. 

კომენტარები