კორონავირუსი საქართველოში

წულუკიანი: ფილიგრანულად, როგორც იუველირმა, ჩვენმა გუნდმა ისე მართა სააღდგომო პროცესი

სახელისუფლო გუნდმა ფილიგრანულად, როგორც იუველირმა, ისე მართა სააღდგომო პროცესი.

ეს შეიძლება, უკვე ბევრ ადამიანს აქვს შეფასებული, მაგრამ დრო რომ გავა, ეს უფრო საგრძნობი გახდება - ჩვენ შევძელით, ამ უკიდურესი საფრთხის პირობებში არ შევხებოდით იმ ყველაზე მნიშვნელოვან სიმბოლოებს, როგორიც არის ეკლესია, მეჩეთი და კარები არ დავკეტეთ, იმიტომ, რომ ეს ის ადგილებია, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს დროშიც კი, ამა თუ იმ ფორმით, მაინც ღია რჩებოდა

მაგრამ სხვა მეთოდებით, უფრო რთული გზით, მაგრამ ყველაფერი გონივრული რთულია ხოლმე, ეკლესიასთან თანამშრომლობით, ჩვენ, სახელმწიფომაც და ეკლესიამაც შევძელით, ვაჩვენეთ ის სახე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეკადრება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი POST TV-ის ეთერში. პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სააღდგომო დღესასწაულების მაინც მრევლის თანდასწრებით ჩაატარა და მორწმუნეები ერთი კოვზით აზიარა. არაერთ ეკლესიაში დაირღვა ორმეტრიანი დისტანციაც.

კომენტარები