Tribeca Film Festival

ტრიბეკას კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია

Vox

ტრიბეკას კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაჯილდოება ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ჯილდო ელის ვუს ფილმა Half Of It მიიღო. თინეიჯერული მელოდრამა სტრიმინგ სერვისზე Netflix, 1 მაისს გამოვა.

მთავარ კატეგორიებში გამარჯვებულების სია კი ასე გამოიყურება:

საუკეთესო ფილმი - Half Of It

საუკეთესო მსახიობი კაცი - სტივ ზანი (Cowboys)

საუკეთესო მსახიობი ქალი - ასოლ აბდულინა(Materna)

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი - The Hater

საუკეთესო უცხოენოვანი მსახიობი კაცი - ნოე ჰერნანდესი(Kokoloko)

საუკეთესო უცხოენოვანი მსახიობი ქალი - შირა ჰაასი(Asia)

წლევანდელი კინოფესტივალის ჟიურის წევრები დენი ბოილი, ლუკას ჰეჯესი, პამელა ადლონი და რეჯინა ჰოლი იყვნენ.

კომენტარები