მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ინფიცირებულების რეალური რიცხვი, აუცილებლად იმაზე მეტია, ვიდრე არის ოფიციალურად დარეგისტრირებული. იმიტომ, რომ არიან ვიღაცები, რომლებიც წარმოადგენენ რისკჯგუფებს ან ვთქვათ, არ არიან რისკჯგუფები, მაგრამ დავუშვათ, შემთხვევით შეხვდნენ ინფიცირებულებს და ისინი დაინფიცირდნენ, მაგრამ ყველა ხომ არ არის გამოკვლეული. არც ერთ ქვეყანაში არ არის ყველა გამოკვლეული. ამიტომ ინფიცირებულების რიცხვი, სავარაუდოდ, აჭარბებს ოფიციალურად დარეგისტრირებული ავადმყოფების რაოდენობას, მაგრამ მინდა გავაფრთხილო ისინი, ვინც ცდილობს, ერთგვარი ნეგატიური პროპაგანდისთვის გამოიყენოს ეს, გარკვეული სენტინელური კვლევები ადასტურებს იმას, რომ ინფიცირებულთა რიცხვი, ვინც ჩვენ არ ვიცით, არის ძალიან ცოტა
ცერცვაძე: მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ინფიცირებულთა რეალური რიცხვი ოფიციალურზე მეტია
tbl.ge/4p6s
დაკოპირდა

თქვა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, საქართველოში ახალი კორონავირუსის კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.




