კორონავირუსი საქართველოში

ჩიქოვანი: მოქალაქეებმა შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც COVID 19-თან გამარჯვება

ჩვენმა მოქალაქეებმა შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც COVID 19-თან გამარჯვება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეტაპი და შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ გააზრებულად უნდა გამოვიყენოთ და ყველამ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცირება, უნდა უზრუნველყოთ მაქსიმალური სიფრთხილე იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში არ გავრცელდეს COVID 19.

პრემიერმინისტრის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანო, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ. მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილიდან მანქანების გადაადგილება, ტაქსის მუშაობა, აგრარული ბაზრები და ონლაინ ვაჭრობა აღდგა.

კომენტარები