კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: დღეს ინფიცირებულთა რიცხვი მხოლოდ 10-მდეა, ეს არ ნიშნავს, რომ პიკი გადავლილია

დღეისათვის ჩვენ 420 დაფიქსირებული შემთხვევა გვაქვს და აქედან 107 გამოჯანმრთელებულია, გვყავს მხოლოდ 5 გარდაცვლილი. დინამიკაში იქნება ისეთი ტალღებიც, როცა გამოჯანმთელებულების რიცხვი უფრო მეტი იქნება, ვიდრე დაინფიცირებულების, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია. 

ის, რომ რამდენიმე დღის წინ, დაინფიცირებულების რიცხვი 40-ს აღემატებოდა და დღეს, მხოლოდ 10-მდეა, ასეთი დინამიკა ამ ვირუსს, ზოგადად, ახასიათებს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ პიკი გადავლილია. 

მესმის, რომ ყველა ძალიან გაღიზიანებულები ვართ და ეს არის ძალიან რთული, გვიჭირს გადაადგილება და ტრანსპორტი შეზღუდულია, მაგრამ ყველა ეს ღონისძიება არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ საშუალებას გვაძლევს სოციალური დისტანცირების უმკაცრესი ზომები დავიცვათ, რის შედეგადაც დღეს ჩვენ არ გვყავს 2000 და 500 პაციენტი, არამედ, მხოლოდ 305 პაციენტი გვყავს სტაციონარში.

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ბრიფინგზე. საქართველოში კორონავირუსის 420 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 107 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 7 პაციენტი.

კომენტარები